Wednesday, April 17, 2013


სასწავლო პროექტის გეგმა

1.  პროექტის სახელწოდება: 
როგორ ვიბრძოლოთ ცოფის წინააღმდეგ ;

2. პროექტის მთავარი იდეა: 
პროექტი მოიცავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალსა და  გზებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საზოგადოებას გაუადვილებს ცოფის წინააღმდეგ ბრძოლას;

3. პროექტის აქტუალობა:   
 საზოგადოება დღემდე არ არის საკმარისად ინფორმირებული მსოფლიოში ცოფის გავრცელების მასშტაბებისა და ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხების შესახებ,   რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ;

4. პროექტის მიზნები:             
 სკოლის მოსწავლეებს გავაცნოთ ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდები;

5. მონაწილეთა ასაკი:          
     საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები;

6. ვადები:                                     
 ორი კვირა;

7. მოსალოდნელი შდეგები: 
მოსწავლეები ისწავლიან, როგორ აიცილონ თავიდან  ცოფით დააავადება და როგორ მოიქცნენ ცოფით დაავადებულებთან კონტაქტის შემთხვევაში;

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ადამიანური (ექიმი-რაბიოლოგი, მოსწავლეები, მასწავლებლები), კომპიუტერი, სამეცნი-
ეროპოპულარული ფილმი, ფორმატი, ფლომასტერები, მხატვრული ნაწარმოები, თაბახის ფერადი ფურცლები, ქსეროქსი;

9. პროექტის მსვლელობა: 
   1. მოსწავლეებს დავავალოთ წაიკითხონ აკ.წერეთლის  მოთხრობა "ცოფი";
   2. კოლექტიურად ვნახოთ სამეცნიერო-პოპულარული ფილმი ცოფის შესახებ;
   3. სკოლაში მოვიწვიოთ ექიმი-რაბიოლოგი და  მოვისმინოთ ლექცია მოცემულ თემაზე;
   4. საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დავავალოთ   შექმნან პლაკატი მოცემულ თემაზე;
   5. საშუალო საფეხურის  მოსწავლეებს დავავალოთ მოამზადონ პრეზენტაცია მოცემულ
    თემაზე სლაიდ შოუს სახით;
   6. მოსწავლეებს დავავალოთ მოამზადონ ბუკლეტები,  სადაც მითითებული იქნება, თუ   
    როგორ უნდა მოვიქცეთ დაკბენის შემთხვევაში;
    7. სკოლაში ჩატარდეს ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული დასახელებით "ცოდნა
    საუკეთესო იარაღია";

10. საგნებთან კავშირი:        
  ბიოლოგიასთან კავშირში -  შეისწავლიან რომელი ცხოველის მიერ შეიძლება დაიკბინოს ადამიანი და   რომელია მათგან თბილსისხლიანი;

11. პროექტის ხელმძღვანელი: ლალი იმედაშვილი (სამოქალაქო განათლების პედაგოგი);

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: imedashvuililali@gmail.com;

13. პროექტის ბლოგი: laliimedashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment